Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

სეისმური აქტივობა ტურიზმს ხელს არ უშლის – ჯავშნები არც აღდგომისთვის და არც ზაფხულისთვის გაუქმებულა

სეისმური აქტივობა ტურიზმს ხელს არ უშლის – ჯავშნები არც აღდგომისთვის და არც ზაფხულისთვის გაუქმებულა

უძრავი ქონების მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეას ხიუმ, ტელემაუწყებელ ΕΡΤ-ზე სანტორინზე შექმნილ არასტაბილურ მდგომარეობაზე ისაუბრა, რაც სეისმური აქტივობის შედეგად არის გამოწვეული.

ანდრეას ხიუ საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი და აღნიშნავს, რომ ამჟამინდელ მდგომარეობას კუნძულის მოსახლეობა და ბიზნესმენები საკმაოდ მშვიდად და მოთმინებით უდგებიან და აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით ჯავშნები არც აღდგომისთვის და არც ზაფხულისთვის არ გაუქმებულა.

“ჯავშნები გაუქმდა მხოლოდ ამ პერიოდში, როცა კუნძულზე უშუალოდ მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ბიძგები მიმდინარეობს. აღდგომისთვის და ზაფხულისთვის ტურისტებს ჯავშნები არ გაუუქმებიათ და ელოდებიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ზაფხულზე საუბარიც კი ზედმეტია, დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ჯავშანი შემოდის დამსვენებლებისგან. მაგრამ ამ პერიოდში რათქმაუნდა ტურისტები, რომლებსაც თებერვლის თვე ჰქონდათ სანტორინზე გასატარებლად არჩეული, უკვე გავიდნენ მათი დაქირავებული airbnb-დან და დატოვეს კუნძული. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი სასტუმროებზე. ჩემთვის სასტუმროებთან დაკავშირებული სტატისტიკა უცნობია.” – განაცხადა ანდრეას ხიუმ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *