Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პატრა: 16 წლის გოგონა სამმა პირმა გააუპატიურა

პატრა: 16 წლის გოგონა სამმა პირმა გააუპატიურა

კვირას გამთენიისას პატრაში პოლიციამ 2 პირი დააკავა 16 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით. სამართალდამცავი ორგანოები ამ დრომდე ეძებენ მესამე დამნაშავეს.

pelop.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაუპატიურების ფაქტი შაბათს ღამით დაფიქსირდა. 16 წლის გოგონა ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა როცა სამმა პირმა მიტოვებულ შენობაში წაიყვანა, რომელიც ანო პოლიში, ძველ საავადმყოფოსთან მდებარეობს და სწორედ იქ იძალადეს მასზე სექსუალურად.

ერთ-ერთი მოძალადე გოგონამ ამოიცნო და პოლიციამ შაბათსვე დააკავა, ხოლო მეორე მოძალადის დაკავება კი კვირას გამთენიისას მოხერხდა. სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად მესამე მოძალადე სპორტსმენია, მისი ვინაობა უკვე დადგენილია და პოლიცია აქტიურად ეძებს რათა დროულად მოხერხდეს მისი დაკავებაც.

დამნაშავეთა ასაკი 19-დან 21 წლამდე მერყეობს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ გოგონა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, ხოლო მეორემ კი განაცხადა, რომ გოგონაზე მას არ უძალადია.

გოგონას ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა სხეულზე ძალადობის კვალის აღმოსაჩენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *