Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ფერესი: დაპირისპირება მძღოლებს შორის ავტომანქანების რიგში- დაშავებული 57 წლის მამაკაცის მდგომარეობა უიმედოა

უბედური შემთხვევა მოხდა  პარასკევს შუადღისას ფერესში, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, როდესაც მანქანების 30 მეტრიან რიგში მყოფმა 57 წლის მამაკაცმა ითხოვა ხაზის გვერდის ავლით გასვლა, რათა შემოვლით გზაზე გასულიყო და გადაეხვია სოფლისკენ, რასაც  57 წლის მამაკაცსა და მძღოლებს შორის მოჰყვა მძიმე შელაპარაკება, რის შედეგადაც რიგიში მდგომმა ერთ-ერთმა მძღოლმა მას  ავტომობილით გადაუარა და სხეულის მძიმე  დაზიანებები მიაყენა, მას თავის არედან  ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ალექსანდროპულის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმები მის მდგომარეობას  შეუქცევადად აფასებენ.

მომხდარ ფაქტზე თვითმხილველის ჩვენების საფუძველზე პოლიციამ  საფრანგეთში მცხოვრები 33 წლის თურქი ემიგრანტი დააკავა, რომელიც ზაფხულის არდადეგებზე სამშობლოში ბრუნდებოდა. 33 წლის თურქი ემიგრანტი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მას მანქანა ჩამოართვეს და სამშაბათს დილით 10 საათზე ალექსანდრუპოლის პროკურატურაში გადაიყვანენ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *