Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პირეა: სანიაღვრე ჭაში ჩავარდნილი 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

35 წლის მამაკაცი, რომელიც პირეაში, პოლიდევკოსის  ქუჩაზე სანიაღვრე ჭაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოს შესრულების დროს ჩარჩა და ვეღარ ამოვიდა, გარდაცვლილი იპოვეს.

უბედური შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა. ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ ვერ შეძლო მან ჭიდან თავის დაღწევა, გავრცელებული ვერსიით, შესაძლოა ჭაბურღილის ნაწილი, რომლის სიღრმეც სავარაუდოდ 5-10 მეტრია, ჩამოინგრა და გასასვლელი დაფარა, ან თვითონ მუშა დააზიანა. მეორე ვერსიით, ის ჭაში არსებულმა ჭუჭყმა და სხვა მასალებმა შეაკავა, რის შედეგადაც გონება დაკარგა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო  და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

სანიაღვრე ჭაბურღილიდან მამაკაცის ამოსაყვანად ადგილზე 16 მეხანძრე-მაშველი 5 სახანძრო მანქანით მუშაობდა.

შახტიდან ამოყვანის შემდეგ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც სამწუხაროდ მისი გარდაცვალება დადასტურდა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *