Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ატიკაში პოლიციის 700-ზე მეტი კამერა დამონტაჟდება-მკაცრდება იარაღის ლიცენზირების ჩარჩოც

საბერძნეთის პოლიცია ატიკის რეგიონში 700-ზე მეტი კამერის განთავსებას აპირებს, როგორც დანაშაულის, ასევე საგზაო შემთხვევების მიმართულებით კონტროლის გამკაცრების თვალსაზრისით.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის სტრუქტურებში მიმდინარეობს მუშაობა კონტროლის გაძლიერების მიმართულებით განსაკუთრებით იმ უბნებში, სადაც კრიმინალური შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა შეინიშნება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე განახლდება ოპერატიული ცენტრები როგორც ატიკის გენერალური პოლიციის სამმართველოში, ასევე კატეხაკის შტაბში, სადაც მიიღებენ აღნიშნული კამერებიდან ჩანაწერებს.

აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ატიკაში მუშაობს საბერძნეთის პოლიციის მხოლოდ 18 კამერა, ხოლო ატიკის გარეუბნებში დაახლოებით 150 კამერა, რომლებიც ძირითადად საგზაო მოძრაობას აკონტროლებენ.

ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილებით მოსალოდნელია იარაღის ლიცენზირების ჩარჩოს გამკაცრებაც.

ამჟამად საბერძნეთში მიმოქცევაშია მილიონზე მეტი თოფი და 4500- მდე სნაიპერული შაშხანა. ამასთან, იარაღთან დაკავშირებული დანაშაულებების რიცხვი საგანგაშოდ იზრდება.

ინფორმაციის თანახმად, ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში ფუნქციონირებაში შევა მონაცემთა ბაზა, სადაც დაფიქსირდება სრული ინფორმაცია თითოეული გაცემული იარაღის შესახებ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *