Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია ევროსში: 53 წლის ფერმერი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა-მძიმე მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა

საშინელი ტრაგედია მოხდა ევროსში, არდანიო-ფერონის რაიონში, სადაც ორ, 53 წლის და 17 წლის მამაკაცს მაღალი ძაბვის დენმა დაარტყა, რის შედეგადაც პირველი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

კერძოდ, შემთხვევა საღამოს 6 საათზე არდანის სოფელში მოხდა, სადაც 53 წლის ფერმერი ელექტრო საკრეფი მანქანით ბამბას კრეფდა.

როდესაც ის სავსე კალათით ბამბის გადამამუშავებელ ავზს მიუახლოვდა, რათა დაეცალა, შემთხვევით დააბიჯა მაღალი ძაბვის გადამცემ სადენებს, რამაც 53 წლის ფერმერის მყისიერი სიკვდილი გამოიწვია, ხოლო 17 წლის ახალგაზრდამ  რომელიც მის გადარჩენას ცდილობდა, ელექტროშოკი მიიღო. ამავდროულად, ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა.

17 წლის მოზარდი ალექსანდრუპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *