Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პატიმრობაში დატოვეს 53 წლის კაცი, რომელმაც საკუთარი ძმისთვის თვალების გამოთხრა სცადა

პატიმრობაში დატოვეს 53 წლის კაცი, რომელმაც საკუთარი ძმისთვის თვალების გამოთხრა სცადა

საბერძნეთის ქალაქ ვოლოსის სამწევრიანმა სისხლის სამართლის სასამართლომ ძალაში დატოვა 4-წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი პირობითი მსჯავრის გარეშე 53 წლის კაცისთვის, რომელმაც 2025 წლის ზაფხულში საკუთარ ძმას დაესხა თავს და მისთვის თვალების ამოთხრა სცადა. მსჯავრდებული ამჟამად ლარისის ციხეში იხდის სასჯელს.

შეგახსნებთ, რომ  2025 წლის 19 ივლისს 53 წლის კაცი მშობლების სახლში მივიდა, სადაც მისი დედა და ძმა ცხოვრობენ. ის სახლში ძალის გამოყენებით შევიდა, კარი წიხლით შეანგრია და პირდაპირ სამზარეულოსკენ გაემართა, სადაც მისი ძმა იმყოფებოდა.

დაზარალებულის განცხადებით, თავდამსხმელმა ჯერ ნეკნების არეში მუშტი დაარტყა, შემდეგ კი თითებით თვალების ამოთხრა სცადა. სწორედ ასე აღწერა ინციდენტი ბრალდებულის ძმამ ვოლოსის ერთპიროვნულ სასამართლოში, სადაც საქმე დაჩქარებული პროცედურით განიხილეს.

სასამართლოზე გაირკვა, რომ ბრალდებული უკვე 30 წელია შიზოფრენიით არის დაავადებული. იმავე წლის თებერვალში იგი გათავისუფლდა ციხიდან, სადაც ხუთი თვე ჰქონდა გატარებული. მის მიმართ მოქმედებდა შემაკავებელი ზომებიც, რადგან ეს არ იყო პირველი შემთხვევა ოჯახის წევრების მიმართ ძალადობრივი ხასიათის გამოვლენის.

პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე ბრალდებული მხოლოდ საცვლებითა და ღილებგახსნილი პერანგით გამოცხადდა. ის ფეხშიშველი იყო და მთელი პროცესის განმავლობაში დაძაბულობას ქმნიდა. პოლიციელებს ხელბორკილების მოხსნას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საკუთარ ძმას, როდესაც ეს უკანასკნელი ჩვენებას აძლევდა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო ოჯახში ძალადობის ფარგლებში სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენებისთვის და მუქარისთვის. მოსამართლეებმა მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს პირობითი მსჯავრის გარეშე, რაც მისი მაღალი საშიშროებით ახსნეს, და სასჯელის სრულად მოხდის განკარგულებაც გასცეს.

სააპელაციო განხილვის შემდეგ, ვოლოსის სამწევრიანმა სისხლის სამართლის სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო და სასჯელი უცვლელი დატოვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *