Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პირღოს: დღეს 18 წლის მაკის დაკრძალავენ

პირღოს: დღეს 18 წლის მაკის დაკრძალავენ

დღეს საღამოს 16:30 საათზე დაკრძალავენ 18 წლის მაკის, რომლის სიცოცხლეც საბედისწერო ვარდნამ იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა პარასკევს შუადღეს გარდაცივალა.

ასიმაკის დიონისოპულოსი მანოლოპულოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა. 

გარდაცვლილი ილიას პრეფექტურის პარიკმახერების ასოციაციის პრეზიდენტის, იანნის დიონისოპულოსის შვილია.

მიუხედავად ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისა 18 წლის მაკის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გარდაცვლილის მეგობრები, თანაკლასელები და მასწავლებლები აცხადებენ, რომ ის არ იყო უბრალოდ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, რომელიც აპირებდა მხოლოდ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და ცხოვრების სტანდარტულ ჩარჩოში გაგრძელებას. ის გამოირჩეოდა მისი ეთიკურობით, ჰუმანურობით, გულთბილი ღიმილითა და სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. 10 წლიდან თამაშობდა ხელბურთს 2024-2025 წლებში კი პატრას ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *