Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

TikTok-ის პლატფორმაზე ცნობილი სასულიერო პირის შვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა – მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

TikTok-ის პლატფორმაზე ცნობილი სასულიერო პირის შვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა – მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

TikTok-ის პლატფორმაზე საყოველთაოდ ცნობილი სასულიერო პირის, მამა პავლოსის 12 წლის შვილს სკოლაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

არასრულწლოვანმა განაცხადა, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მისმა თანაკლასელმა გახსნილი პასტა ათხოვა, რომლიდანაც მელანი გადმოიღვარა.

“მეორე დღეს სკოლის ეზოში მელოდებოდნენ. სამმა ბავშვმა მცემა. მაკრატლით დამემუქრნენ, მითხრეს რომ მომკლავდნენ. ჩემთვის სრულიად უცხო კაცმა გადამარჩინა, რომელმაც მანქანიდან დაგვინახა და საშველად წამოვიდა.” – აცხადებს დაზარალებული.

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ სკოლაში 12 წლის ბიჭის დედა და და მივიდნენ, რომელთა მიმართულებითაც ასევე მუქარის შემცველი ტექსტები გააჟღერეს და უთხრეს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ეროვნების არიან თავდახრილებმა უნდა იარონ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არსებობს ვიდეოკადრებიც სადაც ჩანს თუ როგორ სცემენ 12 წლის ბიჭს.

დაზარალებულის მამამ განაცხადა, რომ პოლიციაში იმისთვის დარეკა, რომ დამნაშავეების მშობლებისთვის ეჩივლა: “მინდოდა საჩივარი შემეტანა დამნაშავეების მშობლების წინააღმდეგ. სკოლამ გვითხრა გაგვეკეთებინა განაცხადი და გამოგვეთხოვა დამნაშავეების პირადი მონაცემები, მაგრამ სკოლა პირადი მონაცემების გაცემაზე უარს განაცხადებს, რადგან არ არსებობს ამასთან დაკავშირებული პროკურორის განკარგულება. მსგავსი შემთხვევები უნდა გასაჯაროვდეს, რათა ბავშვებს არ ეშინოდეთ ილაპარაკონ ხმამაღლა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *