Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პიტბულის თავდასხმა 11 წლის ბავშვზე არტემიდაში

ხუთშაბათს შუადღისას  11 წლის ბიჭს არტემიდაში  ბიტბული დაესხა თავს, რის შემდეგაც არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის ბავშვი ველოსიპედით სასეირნოდ იყო წასული, გზად პიტბულს გადაეყარა, რომელიც თავს დაესხა, ველოსიპედიდან ჩამოაგდო და თავზე, კისერზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაუწყო კბენა.

ამავე ინფორმაციით, 11 წლის ბავშვმა ძაღლის რისხვას თავის დასაღწევად გონების დაკარგვა გაითამაშა, რის შემდეგაც ძაღლმა თავი დაანება და წავიდა.

დაშავებული ბავშვი “აგლაია კირიაკუს” საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც მის თავის ქალაში ჩარჩენილი პიტბულის კბილი აღმოაჩინეს. ბავშვის სიცოცხლეს საბედნიეროდ საფრთხე აღარ ემუქრება.

გავრცელებული ცნობით, პიტბულის სავარაუდო მფლობელმა უარყო ძაღლის საკუთრება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მაწანწლა ძაღლია. ძაღლი სახლს გარეთ იმყოფებოდა, როდესაც თავს დაესხა ბავშვს. პოლიცია შეისწავლის მომხდარს, ანუ დატოვა თუ არა ძაღლმა სავარაუდო პატრონის სახლის ეზო, თუ ის მართლაც მაწანწალაა, რადგან ბავშვის მამამ სარჩელი შეიტანა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *