Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

პლასტირას ტბაზე დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბერძნული დროშა აღიმართება

1943 წელს, იტალიელი და გერმანელი დამპყრობლების  მიერ პლასტირას ტბის სოფლების სრული განადგურების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს პლასტირას ტბაზე საჰაერო ბუშტებით (აეროსტატები) სპეციალური ღონისძიება გაიმართება.

როგორც მუნიციპალიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, 19:00 საათზე, ქ. Plaz Pezoulas- ში ორი აეროსტატი აღმართავს მსოფლიოში ყველაზე დიდ ბერძნულ დროშას, რომელიც მოიცავს 1500 კვადრატულ მეტრ ფართობს.

პირველად დროშა 2021 წელს აღიმართა საბერძნეთის რევოლუციის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პლასტირას ტბის მუნიციპალიტეტში. დროშის აღმართვას წელს დაესწრება საერთაშორისოდ ცნობილი საქსოფონისტი ბატონი დიმიტრის ვასილაკისი, შერჩეული მუსიკით საქსოფონისთვის.

ღონისძიებას ახორციელებს საბერძნეთის აერონავტიკული კლუბი, OLYMPIC BALLOONS საავიაციო კომპანიასთან და პლასტირას ტბის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით და ღიაა საზოგადოებისთვის.

აეროსტატების გაშვების შემდეგ, დაახლოებით საღამოს 19:30-ზე, პეზულას გარე თეატრში გაიმართება ჯგუფის “Gypsies On Paradise” კონცერტი, ორსაათიანი პროგრამით.

ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით, ღონისძიების მიზანია პლასტირას ტბის, როგორც მთის ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის აუდიო-ვიზუალური მასალის წარმოება უნიკალური შესაძლებლობებით, როგორიცაა მაგ. საჰაერო ბურთით ფრენები. ამ მიზნით, პლასტირას ტბის ტერიტორიაზე აეროსტატებით საჰაერო ტურები ჩატარდება დილით, მზის ამოსვლისას და საღამოს 07:00 საათზე, მზის ჩასვლამდე, კვირას 3 სექტემბერს და ორშაბათს 4 სექტემბერს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *