Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

პლატონის  სამარხი ათენშია

პლატონის  სამარხი ათენშია

,,პლატონის სამარხი ათენშია!“ – ასეთია იტალიელი მკვლევარების დასკვნა, რომელთაც სცადეს დიდი ბერძენი ფილოსოფოსის ზუსტი სამარხის დადგენა.

ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ამოფრქვეული ვულკან ,,ვეზუვის“ მიერ დაზიანებული პაპირუსების ნაწილი,  იტალიელ მკვლევართა   ფონდის მტკიცებით, სწორედ ფილოსოფოს პლატონის სამარხის საიდუმლოს ხდის ფარდას.

კვლევის მიხედვით, რომელსაც ხელმძღვანელობდა იტალიელი მეცნიერი – პაპირუსების კვლევის ექსპერტი:  გრაციანო რანოკია, ცნობილი ხდება ფაქტი, რომ პლატონი დაკრძალულია მისივე სახელობის აკადემიის ტერიტორიაზე, „მუზების ტაძრის“ მახლობლად მდებარე ბაღში.

ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი,  განაპირობა ფილოსოფოს  ფილოდიმე ეპიკურელის პაპირუსის გაშიფრამ , რომელიც სწორედ „აკადემიის“ ისტორიას მოიცავს…

პაპირუსების „წაკითხვა“ და ამგვარად, უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება სამი წლის წინ დაიწყო და სავარაუდოდ, 2026 წლისათვის დასრულდება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ამ გაშიფრის შედეგები, 30% – ით მეტ ცნობებს მოგვცემს იმ კვლევებთან შედარებით, რომლებიც ბოლოს, 1991 წელს განხორციელდა.

ოფიციალური ჩანაწერის მიხედვით, არსებობს 1.814 პაპირუსი და ფრაგმენტი. აქედან, 1.756 აღმოჩენილია 1855 წელს.

პაპირიოლოგების ძალისხმევით დღემდე 340 პაპირუსია გაშიფრული, 970-მდე – ნაწილობრივ დაზიანებულად ითვლება, ხოლო 500-მდე პაპირუსი კი, მთლიანად განადგურებულია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.

დღემდე მოძიებულია დაახლოებით 1800-ზე მეტი, ფილოსოფიური ტექსტების შემცველი პაპირუსი, რომელთა ძირითადი ნაწილის ავტორი   ფილოდიმე ეპიკურელი გახლდათ.

პაპირუსების უმრავლესობა  ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება, თუმცა ისინი საჯაროდ გამოფენილი არ არის, რადგანაც პაპირუსები განიხილება, როგორც განსაკუთრებით “სენსიტიურ” არქეოლოგიურ აღმოჩენებად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *