Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პლატონური ურთიერთობა გვაკავშირებდა – განაცხადა მასწავლებელმა, რომელიც 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პლატონური ურთიერთობა გვაკავშირებდა – განაცხადა მასწავლებელმა, რომელიც 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პარასკევს დაკითხავენ 52 წლის მასწავლებელს, რომელიც 14 წლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადდა, რომ მოსწავლესთან პლატონური ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა 14 წლის გოგონამ განაცხადა, რომ შეყვარებულია მის მასწავლებელზე. “მხოლოდ ვსაუბრობდით. სხვა სახის ურთიერთობა არ გვქონია. პლატონური ხასიათის იყო ჩვენი ურთიერთობა.” – აცხადებს დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარი 14 წლის გოგონას მშობლებმა შეიტანეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ ბრალდებული მათ შვილს სექსუალური სახის შეტყობინებებს უგზავნის.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმოწერა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. მათ შორის ბოლო მიმოწერაში, რომელიც 6 იანვრით თარიღდება, დაკავებული არასრულწლოვანს სთავაზობს დაამყარონ სექსუალური კავშირი. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონა მასწავლებელს 31 დეკემბერს, ილიუპოლში შეხვდა, დაკავებულის ავტომანქანაში, სადაც ბრალდებულმა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა.

პოლიციამ ბრალდებული ოშაბათს საღამოს დააკავა. 

გოგონა კი სამშაბათს, 7 იანვარს დაიკითხა ფსიქოლოგის თანდასწრებით. არასრულწლოვანს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *