Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ ავსტრიის მოქალაქე დააკავა, რომელიც კუნძული კოსკენ მიმავალ რეისზე ჰაშიშს ეწეოდა

პოლიციამ ავსტრიის მოქალაქე დააკავა, რომელიც კუნძული კოსკენ მიმავალ რეისზე ჰაშიშს ეწეოდა

კუნძულ კოსზე ვენა-კოს რეისის დაშვებისთანავე პოლიციამ ავსტრიელი 29 წლის ტურისტი დააკავა, რომელმაც ფრენის დროს ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა.

სანამ თვითმფრინავი დაჯდებოდა ახალგაზრდა გოგონა საპირფარეშოში შევიდა, სადაც საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო, რის გამოც ბორტგამცილებლებმა მისი შემოწმება გადაწყვიტეს. საპირფარეშოში შესვლისთანავე ბორტგამცილებლებმა აღმოაჩინეს, რომ გოგონა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გოგონა ეკიპაჟის მითითებებს არ დაემორჩილა, რის გამოც ბორტგამცილებლები იძულებულნი გახდნენ ეცნობებინათ საქმის ვითარება სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

გამომდინარე აქედან, როგორც კი თვითმფრინავი კუნძული კოს აეროპორტში დაეშვა პოლიციამ ავსტრიელი ტურისტი დააკავა. დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 24 გრამი ჰაშიში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *