Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე ადამიანი-69 წლის მამაკაცის ცხედარი დღეს ვოლოსში აღმოაჩინეს

სტიქიის შედეგად გარდაცვლილი კიდევ ერთი, 69 წლის მამაკაცი იპოვეს დღეს ვოლოსში, ისალუს მიდამოში, აგიო კონსტანტინოსა და ანაუროს პარკს შორის.

პირველი ინფორმაციით, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და შემდეგ ვოლოსის “ახილოპულიოს” საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა

ეს უკვე კლიმატური ფენომენის შედეგად გამოწვეული სტიქიის გამო გარდაცვალების მეშვიდე შემთხვევაა, რადგან ბოლო დღეებში კიდევ ექვსი ადამიანის გარდაცვალება უკვე დადასტურდა.

პირველი ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან ხუთშაბათს ღამით (7/9) საღამოს 23:00 საათზე გავიდა, რათა ადგილობრივ შადრევანში წყლის ვედრო აევსო, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა.

როგორც ირკვევა, მამაკაცი, რადგან შადრევანში წყალი არ იყო, ზღვას მიუახლოვდა და როგორც ჩანს, კლდიდან გადავარდა, რადგან წონასწორობა დაკარგა.

მისი ძებნა მაშინვე დაიწყო და დღეს, დილით ისალუს სანაპიროზე მაგნეზიის სპეც დანიშნულების ჯგუფის წევრებმა იპოვეს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თესალიის დაბლობზე უამინდობის გამო კიდევ ექვსი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, ხოლო შიშობენ, რომ მსხვერპლი დრამატულად გაიზრდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *