Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიემიგრაციასაზოგადოება

ემიგრაციაში მცხოვრები ბერძნებისთვის: ახალი ციფრული სერვისი ქორწინების, დაბადების ან გარდაცვალების მოწმობების ონლაინ გასაცემად

ოჯახური მდგომარეობის მოწმობების გაცემა, ქორწინების, დაბადების ან გარდაცვალების დეკლარაცია, საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება, ეს ის დოკუმენტებია, რომლის მიღებასაც საზღვარგარეთ მყოფი ბერძნები შეძლებენ დისტანციურად და ელექტრონულად, რიგებისა და უხერხულობის გარეშე, რადგან ადგილზე მათი ფიზიკური ყოფნა საჭირო არ იქნება.

ინფორმაციის თანახმად, ახალი ციფრული სერვისი “ციფრული მოთხოვნის მართვის სერვისი” , რომელსაც ამზადებს ციფრული მმართველობის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით და სავარაუდოდ, სრულყოფილად ამოქმედდება მოკლე დროში, საშუალებას მისცემს უცხო ქვეყნებში მცხოვრებ ბერძნებს ციფრულად წარუდგინონ საკონსულო ორგანოებს თავიანთი მოთხოვნები და საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამავდროულად, როგორც გათვალისწინებულია, შესაძლებელი იქნება მოთხოვნების ციფრული გადამოწმება და მოთხოვნილი დოკუმენტების გაგზავნა.

ფაქტობრივად, ახალი ციფრული სერვისი მოემსახურება არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ ბერძნებს, არამედ ევროკავშირის ქვეყნების, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც თანამშრომლობენ საბერძნეთის საკონსულო ორგანოებთან.

უახლოეს თვეებში მოქალაქეებს წვდომა ექნებათ აღნიშნულ ელექტრონულ სერვისზე და შეეძლებათ ისარგებლონ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ვებგვერდის, ასევე თითოეული საკონსულო ორგანოს ვებსაიტის და gov.gr-ის მეშვეობით.

ვებსაიტებზე შესვლა შესაძლებელი იქნება ტაქსისნეტის კოდების ან ერთჯერადი კოდების გამოყენებით, კოდების (OTP) მიღებით, ან ალტერნატიულად, კოდებით, რომლებსაც დაინტერესებული მხარეები მიიღებენ შესაბამისი საკონსულო ორგანოს მიერ მათი ავთენტიფიკაციის პროცესის შემდეგ.

უახლოეს მომავალში ელექტრონულ საკონსულო მომსახურებას შორის არის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული სერვისი, როგორიცაა საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება, პასპორტის განაცხადის წარდგენა, მინდობილობის გაცემა და ა.შ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *