Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პოლიციამ 43 წლის კაცი და 29 წლის ქალი ჯგუფურად, წინასწარი შეთახმებით მაღაზიებისა და სახლების ძარცვის ბრალდებით დააკავა

პოლიციამ 43 წლის კაცი და 29 წლის ქალი ჯგუფურად, წინასწარი შეთახმებით მაღაზიებისა და სახლების ძარცვის ბრალდებით დააკავა

არაერთ ძარცვაში ედებათ ბრალი 43 წლის კაცსა და 29 წლის ქალს, რომლებიც პოლიციამ 4 ივლისს დააკავა.

დაკავებულებს ბრალი ძარცვაში, ავტომანქანის საფრთხის შემცველ მართვაში და მაღაზიების თანამშრომლებზე ფიზიკურ ძალადობაში ედებათ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილი პარასკევს დილით ერთ-ერთ კაფე-ბარში შეიჭრა და 200 ევროს თანხა მიითვისა.

პოლიციამ დამნაშავეები მოტოციკლეტით გადაადგილებისას შენიშნა, რომელიც ასევე მოპარული ჰქონდათ.

პოლიციის თანამშრომლებმა წყვილს გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა 43 წლის კაცმა მოტოციკლეტის გაჩერების ნაცვლად სიჩქარეს უმატა და დადგილიდან მიმალვა სცადა. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გარდა გუშინდელი ძარცვისა დაკავებულებს ბრალი კიდევ 5 მაღაზიისა და 4 სახლის ძარცვაში ედებათ. რომელთაგანაც გატანილი აქვთ 530 ევროს ოდენობის თანხა, სხვადასხვა ელ.მოწყობილობები, ძვირფასეულობა ჯამში 2 550 ევროს ღირებულების და საბანკო ბარათები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *