Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ 53 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ყალბი პასპორტებით ვაჭრობდა

პოლიციამ 53 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ყალბი პასპორტებით ვაჭრობდა

ატიკას რეგიონის საემიგრაციო პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 53 წლის მამაკაცი, წარმოშობით სირიიდან, რომელსაც ბრალი საბუთების გაყალბებაში ედება.

პოლიციის მიერ გაკეთებული პირველი კომენტარის თანახმად დაკავებული 2020 წლიდან ეწეოდა უკანონო საქმიანობას, ამზადებდა ყალბ პასპორტებს, რომლებიც განკუთვნილი იყო ემიგრანტებისთვის, რომლებიც უკანონოდ კვეთდნენ ევროკავშირის საზღვარს და სწორედ ამ ყალბი პასპორტების დახმარებით ხდებოდა მათი ლეგალიზაცია ევროპაში.

აღნიშნულ საქმიანობას დაკავებული საკუთარ ოფისში ეწეოდა, რომელიც გაფორმებული ჰქონდა, როგორც დაწესებულება, რომელიც პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებისგან იღებდა განცხადებებს.

ყალბი პასპორტის დამზადების საფასური აღნიშნულ ოფისში 300 ევროდან 800 ევრომდე მერყეობდა. 

ეჭვმიტანილი საკუთარ სახლში პატისიონზე დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა:
– 290 პირადობის მოწმობა, რომელთაგანაც 286 იტალიას ეკუთვნის.

  • სრულად ორგანიზებული სახელოსნო ყალბი დოკუმენტაციის დასამზადებლად.
  • 2 პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლის ბარათი.
  • 2 მობილური ტელეფონი.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *