სისხლიანი დაპირისპირება ირაკლიოში კრიტზე:ახალგაზრდა ქალს საქმრომ სამზარეულოს დანით 14 ჭრილობა მიაყენა
სისხლიანი დაპირისპირება მოხდა წუხელ, ირაკლიოში, კორონი მაგარას რაიონში.
ახალგაზრდა ქალს მისმა საქმრომ სამზარეულოს დანით სხეულის არეში სულ მცირე, 14 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობის მიზნით მუცლის არეში დანა ორჯერ ჩაირტყა, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელ ბინას ცეცხლი წაუკიდა, მოძალადე მამაკაცის მამამ შეძლო მისთვის დანა წაერთმია და შეეჩერებინა.
ქალი, რომელსაც 36 წლის საქმრო თავს დაესხა, გავრცელებული ინფორმაციით კუნძულის ტურისტულ უბანზე კომერციული მაღაზიის მფლობელია.
თვითმხილველების თქმით, წყვილს სახლის აივანზე პირადი მიზეზების გამო ცხარე კამათი ჰქონდა, ხოლო თავდასხმის შემდეგ გასისხლიანებულმა ქალმა გაქცევა მოახერხა და მეზობელი სახლის ეზოს შეაფარა თავი.
მეზობლებმა სასწრაფოდ შეატყობინეს პოლიციას, სასწრაფო დახმარების სამსახურს და სახანძრო განყოფილებას.
ქალმა დარტყმები მიიღო მკერდის, ზურგის და კიდურების არეში და დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.
ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადიდან ერთმა საავადმყოფოში გადაიყვანა მძიმე მდგომარეობაში, თუმცა გონზე მყოფი დაჭრილი სადაც მას ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც საავადმყოფოს კლინიკაში მოთავსებული სიცოცხლისთვის იბრძვის.
მეორე ბრიგადამ ასევე საავდმყოფოში გადაიყვანა მამაკაცი, რომელსაც დანით თვითდაზიანებები ჰქონდა მიყენებული მუცლის არეში, თუმცა სერიოზულად არ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების განცხადებით მამაკაცს ბევრი არაფერი უთქვამს მომხდარის შესახებ და ფაქტიურად დუმილს ინარჩუნებდა, ასევე აღნიშნავენ, რომ მას ოჯახში ძალადობის წინა ისტორია არ ჰქონია.
პარალელურად შემთხვევის ადგილზე მივიდა სახანძრო სამსახურის ორი მანქანა, რომლებსაც საბოლოოდ ჩარევა არ დასჭირდათ, რადგან ხანძარი ლიკვიდირებული იყო მოძალადის მშობლების მიერ, რომლებიც ზემოთ ბინაში ცხოვრობდნენ.
ჯერ-ჯერობით არ არის გამოკვეთილი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია 36 წლის მამაკაცის მიერ საცოლის მიმართ მსგავსი სისასტიკის დაპირისპირება. ის ამ დრომდე საავადმყოფოში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
