Latest news
ხანია: 75 წლის ქალის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად გამოძიება დაიწყო ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში 44 ხანძრის კერა გაჩნდა წითელი მარჯნის ღირებულება 800 000 ევროს აღწევს  შემზარავი კადრები კორფუდან - როგორ აღმოჩნდნენ შეზლონგები ზღვის ფსკერზე სკიათოს: რატომ აღიძრა ბრიტანელი ტურისტის წინააღმდეგ საქმე მოსწავლეობიდან სტუდენტობამდე სხვა ქალაქებში - რა უნდა გაითვალისწინონ სტუდენტებმა ბინის ძებნისას ეგზოტიკური ხილი, რომელიც საბერძნეთის მხოლოდ ერთ კუნძულზე მოჰყავთ საბერძნეთი: სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მიღება გამოცხადდა საბავშვო ბაღების ვაუჩერების მიღების პირველადი შედეგები 10 აგვისტოს გამოქვეყნდება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ძველი ავტომობილების ელექტრომობილებით უფასოდ ჩანათვლების ინიციატივა წარ...
ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რას ამბობს ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე ჩვენებაში

რას ამბობს ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე ჩვენებაში

პოლიციამ 38 წლის ელისაბეთ როსის მკვლელობაში ბრალდებულის, სარიფ ახმანძაის მეუღლე დაკითხა.

ქალმა დეტალურად აღწერა სარიფ ახმანძაის ქმედებები, რომლების შედეგადაც ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი მეუღლე რაღაცას უმალავდა. პირველად ეჭვი მაშინ გაუჩნდა, როცა ბრალდებული ღამით სახლში არ მივიდა, ახსნა განმარტების მოთხოვნის შემდეგ კი მოსმენილმა ამბავმა კიდევ უფრო დააეჭვა, რომ მეუღლე ტყუილს ეუბნებოდა. როდესაც ჩემოდანში ნაპოვნი ქალის ცხედრის შესახებ შეიტყო ინფორმაიცა უკვე ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლებოდა გარდაცვლილი ელისაბეთი ყოფილიყო, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა.

ჩვენებაში ქალმა განაცხადა, რომ როსი 2026 წლის თებერვალში გაიცნო. ისინი საერთო საქმეს აკეთებდნენ და მოხალისეებად მუშაობდნენ. გარდაცვლილი მან დადებითად დაახასიათა “ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ადამიანი იყო. კომფორტული, კეთილი გული ჰქონდა და სჯეროდა, რომ ამ ცხოვრების მთავარი მიზანი სხვა ადამიანების დახმარებაა.”

ბოლოს ელისაბეთ როსი 2026 წლის 12 ივლისს ნახა. ელისაბეთმა შესთავაზა გასეირნება, თუმცა მან უარი უთხრა, რადგან შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული. უარის მიღების შემდეგ უკვე ბრალდებულს შესთავაზა ერთად გაევლოთ: “როცა ჩემს მეუღლეს სთხოვა ჩემს შემდეგ ერთად გასეირნება მივხვდი, რომ კამპანია სჭირდებოდა და მარტო არ უნდოდა დარჩენა. სავარაუდოდ ჩემი მეუღლეც მიხვდა ამას და ამიტომ უარი არ უთქვამს. გარკვეულ მონაკვეთამდე ყველა ერთად წავედით, შემდეგ მე ჩემს გზას გავუყევი და ჩემი მეუღლე და ელისაბეთი მარტო დავტოვე.”

ჩვენებაში ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ 6 დღის შემდეგ 18 ივლისს, როსს მესიჯი მიწერა და ჰკითხა სურდა თუ არა მალაკასაში საკვების დარიგებაში მონაწილეობის მიღება, რაზეც ელისაბეთისგან პასუხი არ მიუღია. როდესაც მის მეუღლეს ჰკითხა ჰქონდა თუ არა რაიმე ინფორმაცია ელისაბეთის შესახებ, სარიფ ახმანძაიმ უპასუხა, რომ ელისაბეთთან კონტაქტი 15 ივლისის შემდეგ აღარ ჰქონია: “მითხრა რომ ბოლოს 15 ივლისს ისაუბრეს. როგორც მივხვდი ელისაბეთმა სთხოვა გაჰყოლოდა ჩემთვის უცნობი პირისთვის წიგნის გადასაცემად. ჩემი მეუღლე არ წასულა მასთან ერთად. მის ტელეფონში როსისგან გამოტოვებული ზარი ვნახე და შემდეგ შეტყობინება “მადლობა რომ გქონდა სურვილი წამოსულიყავი ჩემთან ერთად.”

გადამწყვეტი როლი ბრალდებულის მეუღლის ჩვენებიდან ითამაშა 15 ივლისის ღამის აღწერამ. როგორც ჩვენებაში აცხადებს შუაღამისას გამოეღვიძა და მიხვდა, რომ მისი მეუღლე სახლში არ იყო. როდესაც მობილურით მისი ადგილმდებარეობა გადაამოწმა ნახა, რომ ელისაბეთის სახლში იმყოფებოდა: “გამიკვირდა, რადგან არ ჰქონდა მიზეზი იმ დროს მასთან ყოფილიყო.” როდესაც გადაურეკა ბრალდებულმა უპასუხა, რომ ვიქტორიას მოედანზე, ერთ-ერთ კაფეში ფეხბურთს უყურებდა და ელისაბეთთან მხოლოდ იმიტომ გაიარა, რომ საპირფარეშოთი ესარგებლა. იქვე დასძინა, რომ გაოცებული დარჩა, როცა 18 ივლისს მისმა მეუღლემ სურვილი გამოთქვა ათენიდან წასულიყვნენ: “მითხრა, რომ უნდოდა დამშვიდებულიყო და მთხოვა არახოვაში წავსულიყავით. არ მინდოდა უარი მეთქვა, რადგან ვიგრძენი, რომ ძალიან განერვიულებული იყო. გამთენიის 3 საათზე მოულოდნელად გამეღვიძა და გამახსენდა, რომ ჩვენს სახლთან ძალიან ახლოს მიტოვებულ ჩემოდანში ქალის ცხედარი იპოვეს. ძალიან შემეშინდა, შემეშინდა რომ ცხედარი ელისაბეთს ეკუთვნოდა.”
ჩვენებაში ქალმა განაცხადა, რომ იმავე დილას ელისაბეთს შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა პასუხები რომლებიც მიიღო ელისაბეთის დაწერილს არ ჰგავდა: “მისი შეტყობინებები ლიზას სტილს არ ჰგავდა. არც გამართული ინგლისურით მწერდა, არც სმაილებს იყენებდა სწორად. რადგან ლიზა სმაილებს არასდროს იყენებდა. არ ვიცი რა გითხრათ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ძალიან უცნაურად მაგრძნობინა თავი. განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი თავი ცუდად, როცა ქრონოლოგიას გადავავლე თვალი და ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის ქცევებთან დავაკავშირე.”

როდესაც პოლიციამ ცხედრის ვინაობა დაადგინა და გარდაცვალების ამბავი გაავრცელა ბრალდებულის მეუღლეს შეეშინდა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა პოლიციას და გამოთქვა სურვილი ეთანამშრომლა მათთან. ქალი ჩვენებაში აცხადებს, რომ მუქარის შეტყობინებებს იღებს, რომლებსაც თან დართული აქვს მისი და მისი შვილის ფოტოსურათები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *