Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რას გვთავაზობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი ახალი ცხელი ხაზი 1566

რას გვთავაზობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი ახალი ცხელი ხაზი 1566

ახალმა ჯანდაცვის ცხელმა ხაზმა „1566“ გუშინ, მისი ფუნქციონირების  დაწყებიდან პირველ დღეს, ასობით ზარი მიიღო. 

ახალი ცხელი ხაზის ოთხნიშნა ნომერი ორშაბათს, 14 ივლისს ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა. სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ცხელი ხაზი წარმოადგენს მრავალფუნქციურ სერვისს, რომლის ნაწილიც გუშინ გააქტიურდა, ხოლო სრული სერვისი კი სექტემბრიდან დაინერგება.

ჯერ-ჯერობით მოქალაქეებს ხუთი კონკრეტული მომსახურებით შეუძლიათ სარგებლობა ცხელ ხაზზე დარეკვისას:

  •  ვიზიტი ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციასთან კონტრაქტორ ექიმებთან. ე.წ ეოპის ექიმებთან.
  • ვიზიტი სახელმწიფო საავადმყოფოების ექიმებთან.
  • ვიზიტი სახელმწიფო საავადმყოფოებში დიაგნოსტიკური ტესტების გასაკეთებლად.
  • ინფორმირება მორიგე საავადმყოფოებისა და აფთიაქების შესახებ.
  • “პრევენცია”-ს პროგრამის ფარგლებში უფასოდ ჩასატარებელ გამოკვლევებში მონაწილეობის მიღება და სხვა ეროვნული ჯანდაცვის სისტემით გათვალისწინებული სერვისების მიღება.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *