Latest news
რას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო მიმართულება საჯარო მოხელეები 12 საათიდან გაფიცვას აცხადებენ - საპროტესტო აქცია შუადღის 1 საათზე იგეგმება ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს
ოთხშაბათი, სექტემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო მიმართულება

რას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო მიმართულება

თესალიის უნივერსიტეტის პროფესორი, გეორგიოს კ. საკასი, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გამო განმარტავს, რომ ეს მიმართულება არ წარმოადგენს ალტერნატიულ, „კვანტურ“, „ენერგეტიკულ“ ან შამანურ მედიცინას. იგი ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არ ცვლის მედიკამენტურ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული “მედიცინა” ყურადღებას ამახვილებს ჯანმრთელობის ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილი, სტრესის მართვა, სექსუალური ჯანმრთელობა, მავნე ნივთიერებებისა და ქცევების თავიდან აცილება, სოციალური ურთიერთობები და გარემოს გავლენა ჯანმრთელობაზე. მისი მთავარი მიზანია დაავადებების პრევენცია, ქრონიკული დაავადებების უკეთ მართვა და, შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მათი პროგრესირების შენელება ან სიმპტომების შემცირება.

პროფესორის განცხადებით, ცხოვრების წესის ფაქტორების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია ქრონიკული, არაგადამდები დაავადებების ფონზე. მოწევა, ფიზიკური უმოქმედობა, არაჯანსაღი კვება და ალკოჰოლის მავნე მოხმარება მნიშვნელოვან, შეცვლად რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს.

აღნიშნული მიმართულებით საბერძნეთში, თესალიის უნივერსიტეტში, ფუნქციონირებს ჯანსაღი ცხოვრების წესის “მედიცინის” პირველი ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ასევე განხორციელდა სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა, რომელიც 330 ექიმმა გაიარა.

საკასი ხაზს უსვამს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის “მედიცინის” გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო მტკიცებულებებს, პაციენტის უსაფრთხოებას, პროფესიულ ეთიკას და მკაფიო განსხვავებას მეცნიერებასა და ფსევდომეცნიერებას შორის. მისი თქმით, პრევენციის გაძლიერება და მისი პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრირება ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *