Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
ჯანმრთელობა

რას ნიშნავს მზისგან დამცავი პროდუქტის ფლაკონზე დატანილი SPF ნომერი

ბევრი იყენებს მზისგან დამცავ საშუალებებს, თუმცა ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს შეფუთვის  ზედაპირზე დატანილი ნომერი.

ზოგი არჩევს მზისგან დამცავ კრემს ნომრით-20, ზოგი ნომრით-30 და კიდევ უფრო მეტს. თუმცა, ვინ იცის, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს რიცხვი ფლაკონზე?

ეს არის SPF ეტიკეტი მზისგან დამცავზე, რაც ძირითადად ნიშნავს მზისგან დამცავ ფაქტორს.

მარტივად რომ ვთქვათ, მზისგან დამცავ პროდუქტებში SPF მაჩვენებელი მიუთითებს მომხმარებლებს რამდენ ხანს შეუძლიათ მზეზე დარჩენა დაწვის გარეშე.

მაგალითად, თუ ადამიანს შეუძლია 15 წუთის განმავლობაში მზეზე ყოფნა დაწვის გარეშე ისე, რომ არ გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემი, მაშინ მაგალითად მზისგან დამცავი SPF 10-ის გამოყენების შემთხვევაში მზის დამწვრობის მიღებას 10-ჯერ მეტი დრო დასჭირდება (2,5 საათი).

SPF (შემოკლებით Sun Prtection Factor) არის ადამიანის კანის UVB სხივებისგან დაცვის საიმედო საზომი.

SPF ინდექსი არის შედარებითი თანაფარდობა იმისა, თუ რა დრო სჭირდება სჭირდება UVB გამოსხივებას, რომ გამოიწვიოს დამწვრობა სუფთა ( მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე) კანზე და რა დრო სჭირდება UVB გამოსხივებას, რათა გამოიწვიოს დამწვრობა კანზე, რომელიც დაცულია მზისგან დამცავი საშუალებებით.

ამერიკის კანის კიბოს ფონდი მიიჩნევს, რომ მზისგან დამცავი კრემი SPF ინდექსით 15 ან მეტი, UVB გამოსხივების საწინააღმდეგოდ საკმარისია ყოველდღიური ხანმოკლე აქტივობისთვის მზეზე, ხოლო მზისგან დამცავი SPF ინდექსით 30 ან მეტი განკუთვნილია კანზე  მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისთვის.

შესაბამისად რაც უფრო დაბალია SPF ნომერი მზისგან დამცავ ფლაკონზე, მით უფრო ხანმოკლე ინტერვალით უნდა განვაახლოთ ის კანზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *