Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ არის ფუგუ ყველაზე საშიში სახეობა ხმელთაშუა ზღვაში

რატომ არის ფუგუ ყველაზე საშიში სახეობა ხმელთაშუა ზღვაში

ბერძენი მეთევზის მიერ გადაღებულმა ვიდეომ ნათლად აჩვენა ფუგუს ერთ-ერთი ყველაზე საშიში და შემაშფოთებელი თვისება – კანიბალიზმი. ეს სახეობა ბოლო წლებში აქტიურად გავრცელდა საბერძნეთისა და მთლიანად ხმელთაშუა ზღვის წყლებში, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც მეთევზეობას, ისე ზღვის ეკოსისტემას.

ვიდეოში მეთევზემ ექსპერიმენტი ჩაატარა და სატყუარად ფუგუ გამოიყენა, რათა შეემოწმებინა ესხმიან თუ არა თავს თევზები საკუთარ სახეობას თავს. შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: რამდენიმე წამში ფუგუს ჯგუფი დაესხა თავს თევზს და თითქმის მთლიანად შეჭამა.

მათი თავდასხმის სისწრაფე, აგრესიულობა და ორგანიზებულობა ადასტურებს, რომ ფუგუ, ე.წ “ლაგოკეფალი” ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახეობაა ხმელთაშუა ზღვაში. სპეციალისტების ინფორმაციით, ისინი ხშირად ესხმიან თავს საკუთარი გუნდის სუსტ, დაშავებულ ან ანკესზე წამოგებულ წევრებს და სწრაფად ანადგურებენ მათ.

თევზს ძლიერი კბილები აქვს, რომლითაც ადვილად აზიანებს ბადეებს, სათევზაო ხაზებსა და სხვა აღჭურვილობას.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ფუგუს მოხმარება ადამიანისთვის უკიდურესად საშიშია, რადგან იგი შეიცავს ტეტროდოტოქსინს: ძლიერ ნეიროტოქსინს, რომელმაც შეიძლება მძიმე მოწამვლა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ფუგუ დღეს ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ და საშიშ უცხო სახეობად მიიჩნევა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *