Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მიწისნაკვეთების მეპატრონეებს დასუფთავების სამუშაოების ჩასატარებლად 22 ივნისამდე აქვთ დრო

მიწისნაკვეთების მეპატრონეებს დასუფთავების სამუშაოების ჩასატარებლად 22 ივნისამდე აქვთ დრო

ხანძარსაწინააღმდეგო პერიოდის ფარგლებში საბერძნეთში მიწისნაკვეთების დასუფთავების ვადამ 22 ივნისამდე გადაიწია.

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ხანძრის გაჩენის საშიშროება საბერძნეთში უფროდაუფრო იმატებს.

მოქალაქეთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საბერძნეთის კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ დაიწყო ახალი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ტყის ხანძრების პრევენციასა და მათი გავრცელების თავიდან აცილებას ემსახურება. კამპანია ხორციელდება მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სეზონის ფარგლებში.

სამინისტროს განცხადებით, კამპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მიწის ნაკვეთებისა და ღია სივრცეების გაწმენდაზე. კერძოდ, გამხმარ ბალახზე, ტოტებსა და ნარჩენებზე, რომლებიც ხანძრის გავრცელებისთვის ერთგვარ „საწვავად“ იქცევა. რეგულარული დასუფთავება ამცირებს ე.წ. საწვავი მასალის რაოდენობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხანძრის გაჩენისა და გავრცელების რისკს.

საინფორმაციო გზავნილები ვრცელდება როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ისე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტრო მოქალაქეებსა და პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ უსაფრთხოების ზომების განხორციელებაში. სამინისტროს თქმით, ეს არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ პასუხისმგებლობის გამოხატულება ადამიანების სიცოცხლის, ქონებისა და ბუნებრივი გარემოს დასაცავად.

დასუფთავების სამუშაოების დასრულებისა და შესაბამის პლატფორმაზე პასუხისმგებლობის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 22 ივნისი. გარდა ამისა, ტერიტორიების მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია მთელი ხანძარსაწინააღმდეგო სეზონის განმავლობაში, რომელიც 31 ოქტომბრამდე გრძელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *