Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის?

რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის?

ღამის კლუბები შეიძლება არ იყოს მომაკვდინებელი, მაგრამ თუ რაიმე სწორად არ წავიდა, სრულიად შესაძლებელია სასიკვდილო მახედ წამებში გადაიქცეს.

  1. ხალხით გადატვირთული და ბნელი

ღამის კლუბების შენობები აშენებულია იმ პრინციპით, რომ ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა თავი იგრძნონ სხვა სამყაროში, დაიკარგნონ მუსიკის წიაღში და ისიამოვნონ მოციმციმე შუქებით და ჰაერში გაფრქვეული ნისლით. სწორედ ეს გარემო ხდის შეუძლებელს ადამიანმა დროულად აღიქვას მოახლოვებული საშიშროება.

  1. აალებადი დეკორაციები

ბევრი ღამის კლუბი იყენებს ხმის საიზოლაციო კედლებს, ფარდებს და სხვადასხვა ხელოვნურ დეკორაციებს. სამწუხაროდ მსგავსი “ინგრედიენტებით” შემდგარი შენობა ხშირად მარტივად აალებადია და სწორედ ამიტომ ცეცხლიც სწრაფად ედება გარემოს. 2003 წელს გაჩენილი ხანძარი Station-ში სწორედ საიზოლაციო ქაფისგან ჩაშენებულ კედლებს მოედო, რამაც ცეცხლის სწრაფი გავრცელება და ძლიერი და მომწამვლავი კვამლი გამოიწვია, რის შედეგადაც ახალგაზრდები უგონო მდგომარეობაში დაეცნენ იატაკზე.

  1. ერთი, ან ძალიან ცოტა გასასვლელი

ღამის კლუბების უმეტესობას მხოლოდ მთავარი გასასვლელი აქვთ. ამ ხერხით მარტივია შეამოწმონ ვინ შედის და გადის შენობაში, თუმცა მომაკვდინებელია რაიმე საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში და ხშირად დამღუპველიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *