Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რატომ გადის საბერძნეთის სამედიცინო ბაზრიდან ონკოლოგიური პრეპარატები

რატომ გადის საბერძნეთის სამედიცინო ბაზრიდან ონკოლოგიური პრეპარატები

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ 3 ონკოლოგიური პრეპარატი ბერძნულ სამედიცინო ბაზარს ტოვებს. აღნიშნულმა პაციენტებისა და მათი ოჯახების აღშფოთება გამოიწვია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრომ თავისმხრივ ყველანაირი მცდელობით უპასუხა, რომ სამედიცინო ბაზარზე პრეპარატების შემომტანი კომპანიები დაეტოვებინა და პაციენტებს შეძლებოდათ თერაპიის გაგრძელება, თუმცა მცდელობებისდა მიუხედავად საპასუხოდ უარი მიიღო.

კომპანიების გადაწყვეტილება გავიდნენ საბერძნეთის სამედიცინო ბაზრიდან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფარმაცევტულ პოლიტიკაში ცვლილებების გატარების აუცილებლობას.

ონკოლოგიური პაციენტები ygeiamou.gr-თან საუბრისას აცხადებენ, რომ სამი პრეპარატის – ერთი მსხვილი ნაწლავის კიბოს და ორი ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების – წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება ქრონიკული შიშის ფენომენის განვითარების კარს ხსნის.

პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ თხოვნით იზრუნოს იმაზე, რომ მედიკამენტები დროულად შემოვიდნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე ისევე, როგორც სხვა ევროკავშირის ქვეყნებში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *