Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

რატომ მივირთმევთ ზღვის პროდუქტებს, ლაღანას და ხალვას სუფთა ორშაბათს

რატომ მივირთმევთ ზღვის პროდუქტებს, ლაღანას და ხალვას სუფთა ორშაბათს

სუფთა ორშაბათი სააღდგომო დიდი მარხვის დასაწყისად ითვლება, როდესაც ადამიანები ამ მძიმე პერიოდისთვის სულიერად ემზადებიან. 

ამ დღიდან როგორც მარხვა, ასევე ყოველდღიურობაში თავშეკავებულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. 

დიდი მარხვის პირველ დღეს სუფთა კვირა ეწოდება და წარმოადგენს შინაგანი წმენდისა და შემზადების სიმბოლოს მორწმუნეთათვის.

სუფთა ორშაბათის ტრადიციულ სუფრაზე ვხედავთ ლაღანას, საფუარის გარეშე გამომცხვარ პურს, რომელიც ძველი აღთქმის მიხედვით ღმერთმა ისრაილიტებს ეგვიპტიდან გასვლისას მიაწოდა. საუბარი გვაქვს პერიოდზე, რომელიც მოიცავს საშინელ დაავადებებს, წითელი ზღვის ორად გაყოფას, ებრაელების მონობისგან გათავისუფლებას და ეგვიპტიდან თავის დაღწევას.

ტრადიციული სუფრის კიდევ ერთი დამახასიათებელი კერძი ზღვის პროდუქტებისგან არის დამზადებული. სუგრაზე ძირითადად ვხვდებით რვაფეხას, კალმარს, მიდიებს, კრევეტებს, რომლებსაც თან ახლავთ სხვადასხვა ბოსტნეული, მწნილი, ზეთისხილი და შერეული სალათები. ტრადიციულ ლაღანას ძალიან უხდება ტარამოსალათაც, რომელიც ხიზილალისგან მზადდება. 

ხოლო დესერტად კი მაგიდას ამშვენებს ხალვა უბრალო, თუმცა შეუცვლელი ტკბილი. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *