რა ღირს ბავშვის აღზრდა საბერძნეთში
რა ღირს ბავშვის აღზრდა საბერძნეთში? ჩატარებული უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ პირველი თვიდან 18 წლამდე ბავშვის აღზრდისათვის საჭირო ხარჯების მთლიანი რაოდენობა ქვეყანაში სავარაუდოდ 160 000 ევროდან 20 000 ევრომდე მერყეობს.
ELSTAT-ის მონაცემებით, ოჯახში წყვილმა, რომელსაც ჰყავს 16 წლამდე ბავშვი, უნდა დახარჯოს თვეში საშუალოდ 2, 385 ევრო, აქედან მხოლოდ ბავშვის ხარჯებისთვის საჭიროა დაახლოებით 1000 ევრო. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი 16 წელზე მეტისაა მისი ყოველდღიური ხარჯები თვეშჰი 500-600 ევროს შეადგენს.
წყვილს, რომელსაც 16 წლამდე ბავშვი ჰყავს, მთელი ოჯახის კვებაზე თვეში დახლოებით 400 ევრო ეხარჯება. ხშირ შემთხვევაში ოჯახს სჭირდება ძიძა, რომლის ღირებულებაც დამოკიდებულია პოზიციის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე და მოვალეობებზე. ინდიკატურად, ეს შეიძლება ნიშნავდეს 6-7 €/საათში, 400-550 €/თვეში ნახევარ განაკვეთზე ან 750-850 €/თვეში სრული განაკვეთით დასაქმებისთვის.
თუ მშობლებს აქვთ უფლება მიიღონ ვაუჩერი მუნიციპალური საბავშვო ბაღის ხარჯების დასაფარად, მაშინ მათ ხშირ შემთხვევაში აღარ სჭირდებათ რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა საბავშვო ბაღში, თუმცა შეიძლება დაეკისროთ რეგისტრაციის/კვების გადასახადი, რომელიც მერყეობს 30-დან 150 ევრომდე, რადგან მათი ფინანსური მონაწილეობა განისაზღვრება ეკონომიკური და სოციალური კრიტერიუმებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ვაუჩერის გარეშე ფასები 350-დან 500 ევრომდე მერყეობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშობლები კერძო ბაღს აირჩევენ, გადასახადი წელიწადში 7000 ევროსაც კი აღწევს.
ბავშვებისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა აქსესუარების საჭიროება განსხვავდება ასაკიდან ასაკამდე და გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორიცაა კლასგარეშე აქტივობები და სპეციალური მოთხოვნები, ამიტომ აქ „საშუალო“ დანახარჯების ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია.
თუ ბავშვი დადის საჯარო სკოლაში, თეორიულად, მას არანაირი ხარჯი არ აქვს სასკოლო ნივთების შეძენის გარდა. თუმცა, არსებობს დამატებითი ხარჯები სპეციალური ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სასკოლო მოგზაურობის, მუზეუმების, ასევე კლასგარეშე წიგნების ან რეპეტიტორებისთვის. სასკოლო ნივთების პაკეტი შეიძლება 25-დან 120 ევრომდე ღირდეს მაღაზიების ცნობილ ქსელში, კლასიდან და მოსწავლის მოთხოვნებიდან გამომდინარე. უცხო ენის კლასგარეშე სწავლების ღირებულება შეიძლება ღირდეს დაახლოებით 50-60 ევრო თვეში, კვირაში ერთი კერძო გაკვეთილით. იმავდროულად, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს წიგნების ღირებულება, რომელიც იწყება 50-60 ევროდან.
თუ მეორე საშუალო სკოლის მოსწავლეს დასჭირდება სასწავლო კურსებზე დასწრება, როგორიცაა მათემატიკა, ლათინური და ა.შ., მაშინ ცნობილი ფრონტისტირიოების ქსელის ფასთა ჩამონათვალის მიხედვით, მას 10 საათიანი გაკვეთილისთვის დაახლოებით 340 ევროს გადახდას მოსთხოვენ და დამატებით 160 ევრო რეგისტრაციისა და საგანმანათლებლო მასალებისთვის.
რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მშობლები აირჩევენ შვილისთვის კერძო სკოლას, ღირებულება მერყეობს 5000 ევროდან 14000 ევრომდე წელიწადში, დამატებითი საკვების და ტრანსპორტირების ხარჯებით 1000-დან 3000 ევრომდე.
დაბადების შემწეობა, ბავშვის შემწეობა, მშობლის შვებულება და საბავშვო ბაღის ხარჯების დაფარვის შემწეობა საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ გაცემული მხარდაჭერის პროგრამებია, ქვეყანაში ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად. ფაქტობრივად დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების კონტექსტში მთავრობა შეუდგა სოციალური გაერთიანებისა და ოჯახის სამინისტროს შექმნას და დააწესა დამატებითი ღონისძიებები და პროგრამები, როგორიცაა „სახალხო რეპეტიტორობა“, „სტეგი“და სხვა.
