Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რეთიმნო: რატომ მიუტანეს 7 წლის წლის ბიჭს ალუბლის წვენის ნაცვლად ალკოჰოლური სასმელი 

რეთიმნო: რატომ მიუტანეს 7 წლის წლის ბიჭს ალუბლის წვენის ნაცვლად ალკოჰოლური სასმელი 

რეთიმნოს მაცხოვრებელი ოჯახისთვის ერთი ჩვეულებრივი საღამოს სავახშმოდ გასვლა კოშმარად იქცა მაშინ, როდესაც 7 წლის ბიჭმა შემთხვევით დალია ალკოჰოლური სასმელი, რომელიც რესტორანში წვენის ნაცვლად მიუტანეს.

ადგილობრივი პრესის, neakriti.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 7 წლის ბიჭი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავდმყოფოში შაბათს, 21 თებერვალს გადაიყვანეს. ოჯახმა რესტორანში ბავშვისთვის ალუბლის წვენი შეუკვეთა, თუმცა ბიჭს წვენის ნაცვლად იმავე ფერის ალკოჰოლური სასმელი მიუტანეს.

მშობლები რესტორანშივე მიხვდნენ, რომ ბავშვი უჩვეულოდ იქცეოდა და საჭიროდ ჩათვალეს მისი საავადმყოფოში წაყვანა. ექიმების მიერ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბიჭს ჩაუტარდა საჭირო გამოკვლევები და დადგინდა, რომ ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

ექიმები აცხადებენ, რომ ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ უკვე დააკავა რესტორნმის მეპატრონე. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *