Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

რენდი: ვრცელდება კადრები, თუ როგორ ეჯახება 13 წლის გოგონას ავტომანქანა

რენდი: ვრცელდება კადრები, თუ როგორ ეჯახება 13 წლის გოგონას ავტომანქანა

მომაკვდინებელ ავტოსაგზაო შემთხვევას ასახავს ვიდეოკადრები, რომლებიც protothema.gr-მა გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს ავტომანქანა, რომელსაც 21 წლის მძღოლი მართავს თივონის გამზირზე. ავტომანქანა ნიკეასკენ მიემართებოდა მაშინ, როცა 13 წლის გოგონას შეეჯახა, რომელიც ბორდიურზე იდგა.

ახალგაზრდამ დამუხრუჭება სცადა. ძლიერი დამუხრუჭების შედეგად ვიდეოში ჩანს კვამლი, თუმცა უბედური შემთხვევის თავიდან არიდება მაინც ვერ შეძლო. 

გოგონა მიწაზე დასისხლიანებული, უგონო მდგომარეობაში დაეცა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნიკეას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თავდაუზოგავი მცდელობების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციამ დააკავა ავტომანქანის მძღოლიც, რომლის ალკოტესტმაც აჩვენა, რომ არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მძღოლი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო, შიშისგან აკანკალებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *