რით ამაყობენ საბერძნეთის, იტალიის და თურქეთის მოქალაქეები
რით ამაყობენ საბერძნეთის, იტალიის და თურქეთის მოქალაქეები
Pew-ს ეროვნული სიამაყის შესახებ გამოკითხვაში ბერძნებმა ერთხმად დაასახელეს, რომ საკუთარი ისტორიით ამაყობენ.
გამოკითხულთა 37%-მა სიამაყის მიზეზად უძველესი კულტურა, დამოუკიდებლობის შესანარჩუნებელი ომები და 1821 წლის რევოლუცია დაასახელა.
“საბერძნეთი დემოკრატიის სამშობლოა, ხოლო ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომებს კი მსოფლიოს მასშტაბით ასწავლიან.” – განაცხადა გამოკითხვის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოსახლეობის 31%-მა განაცხადა, რომ თავად ბერძებით ამაყობს, რადგან ხასიათში აქვთ სტუმართმოყვარეობა და სითბო.
ხოლო მოსახლეობის 15%-მა კი განაცხადა, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა, მზე და ზღვაა ის, რითიც ამაყობენ. ხოლო 17%-მა კი ხაზი გაუსვა მათ გულგრილ დამოკიდებულებას და განაცხადეს, რომ საერთოდ არ გრძნობენ სიამაყეს მათი ქვეყნის მიმართ.
დამახასიათებელი იყო იტალიელებისა და თურქების პასუხებიც. როგორც აღმოჩნდა იტალიელების უმეტესობა მათი კულტურული მემკვიდრეობით, ხოლო თურქები კი მათი პატრიოტიზმის შეგრძნებით ამაყობენ.
