საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კუნძულ ტინოსზე
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კუნძულ ტინოსზე
სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კუნძულ ტინოსზე, რომელსაც უამინდობის ფენომენის შედეგად დიდი მატერიალური ზიანი მიადგა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ 18 თებერვალს გამოსცა. გადაწყვეტილება ეხება კტიკადოს, ექსომვურღოს, ტინოსსა და ტრიანდაროსს.
ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ინფრასტრუქტურასა და საგზაო ქსელს დიდი ზიანი მიაყენა, დაფიქსირდა სანაპირო ზოლის ეროზია და მეწყერი, რამაც კიდევ უფრო გააუარესა კუნძულზე არსებული ვითარება.
Facebook Comments Box
