Latest news
უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

რით აპირებს გაიმართლოს თავი ალჟირელმა ქალმა, რომელსაც შვილის მკვლელობაში ედება ბრალი

რით აპირებს გაიმართლოს თავი ალჟირელმა ქალმა, რომელსაც შვილის მკვლელობაში ედება ბრალი

რით აპირებს გაიმართლოს თავი 32 წლის ალჟირის მოქალაქემ, რომელსაც გამომძიებელი ხვალ დაკითხავს, ჯერ-ჯერობით პრესისთბის უცნობია.

ქალს ბრალი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ედება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული ამ დრომდე ირწმუნება, რომ გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა და მისი სიცოცხლის მოსპობაში ბრალი არ მიუძღვის. თუმცა მისი ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებენ. შვილის სანაპიროზე მიტოვების შემდეგ ქალმა მოიშორა ტანსაცმელი, რომელიც იმ დღეს ეცვა. პოლიციამ გადაყრილი ტანსაცმელი სახლთან ახლოს ჩატარებული ჩხრეკისას იპოვა. ასევე, შვილის გარდაცვალებიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ დაკავებულმა დაიწყო გზების ძიება საბერძნეთის ტერიტორიის დასატოვებლად.

დაკავებულის ადვომატმა ტელემაუწყებელ OPEN-თან საუბრისას განაცხადა: “ჩემი კლიენტი უარჰყოფს წაყენებულ ბრალს და აცხადებს, რომ როცა ბავშვი წყალში შეიყვანა ცოცხალი აღარ იყო.”

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *