Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

როგორც ყოველთვის, ამ ზაფხულსაც ტურისტები მთელი მსოფლიოდან დასასვენებლად საბერძნეთს ირჩევენ

საბერძნეთში  ზაფხულის  ტურისტული სეზონი საუკეთესო ტემპით  დაიწყო, რადგან ტურისტებმა დედამიწის ყველა კუთხიდან უკვე დაიწყეს ქვეყნის მონახულება.

ამინდი შესანიშნავია, ხალხიც მშვენიერია, საკვები კი ფანტასტიკური-აღნიშნავენ სტუმრები, უზარმაზარ რიგს ქმნიან და მოთმინებით ელოდებიან აკროპოლზე ასვლას.

საბერძნეთის ბანკის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულმა ტურისტულმა ნაკადმა  შემოსავლების 31,8%-ით  ზრდა დააფიქსირა და საერთო ჯამში 318,7 მილიონი ევრო შეადგინა.

ევროკავშირის ფარგლებს მიღმა  ქვეყნებიდან შემოსული  ვიზიტორებისგან  მიღებული  შემოსავლები კი 102,2%-ით გაიზარდა და 409,6 მილიონი ევრო შეადგინა.

მუზეუმებისა და პლაჟების შემდეგ, ტურისტები სტუმრობენ მაღაზიებს, ძირითადად ათენის ცენტრში, მაგრამ ასევე დასასვენებელ ცენტრებში, სადაც ისინი ატარებენ დასვენების უმეტეს ნაწილს.

სუვენირებს ჩვეულებრივ ყიდულობენ 24,3%, ადგილობრივ ტრადიციულ პროდუქტებს 19,2%, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ტყავის ნაწარმს 17,4%, სამკაულებსა და საათებს 7,4%.

საბერძნეთის სავაჭრო კონფედერაციის მონაცემებით,  ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორები ხარჯავენ დღეში საშუალოდ 61 ევროს საცხოვრებლად, 49 ევროს ტაქსიში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 35 ევროს რესტორნებში, 18 ევროს სხვადასხვა შესყიდვებზე და 12 ევროს საკვების შესაძენად საცალო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებში.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *