Latest news
ქსანთი: ლეფკოპეტრაში პონტოს ბერძნების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა წვიმა და ჭექა-ქუხილი  აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში  კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვლამდე გადაიდო საბერძნეთი: ჯანმრთელობის სფეროს რამდენიმე დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა კუნძულ კოსსა და სიროსზე ფსიქიკური ჯანმრთელობის 2 ახალი ცენტრი 2,8 მილიონი ევროთი დაფინანსდება ტების პროცესზე მოწმეები არ გამოცხადდნენ ΟΑΣΑ: ოქტომბრიდან ავტობუსის ხაზების რაოდენობა იზრდება გიორგოს მაზონაკისის დედა განცხადებას აკეთებს საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

წვიმა და ჭექა-ქუხილი  აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში 

წვიმა და ჭექა-ქუხილი  აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში 

23 სექტემბერს საბერძნეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ადგილობრივი წვიმებითა და ზოგიერთ რაიონში ჭექა-ქუხილით. მეტეოროლოგების პროგნოზით, ამინდი დღის მეორე ნახევრიდან თანდათან გაუმჯობესდება.

meteo.gr-ის ინფორმაციით, ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს. ეგეოსისა და იონიის ზღვებში ჩრდილოეთის მიმართულების ქარი 5-6 ბოფორამდე გაძლიერდება.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტემპერატურა დაახლოებით 4-დან 27 გრადუსამდე იმერყევებს. დასავლეთ მაკედონიაში 4-19 გრადუსია მოსალოდნელი, თრაკიში  6-24, იპიროსზე 4-26, თესალიაში 6-23, ხოლო კრეტაზე 14-27 გრადუსი.

ატიკაში დღის დასაწყისში მოღრუბლული ამინდი და ადგილობრივი წვიმაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით რეგიონის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. შუადღის საათებიდან ამინდი გაუმჯობესდება. ტემპერატურა 17-22 გრადუსი იქნება. ჩრდილოეთის ქარი 3-4 ბოფორის სიმძლავრით დაუბერავს და თანდათან შესუსტდება.

სალონიკში დილიდან მოღრუბლული ამინდი და ადგილობრივი წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა ამინდი სწრაფად გაუმჯობესდება. ტემპერატურა 15-22 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, ჩრდილო-დასავლეთის ქარის სიჩქარე კი 3-4 ბოფორს მიაღწევს.

საერთო პროგნოზის მიხედვით, უამინდობის ფენომენი დღის მეორე ნახევრიდან თანდათან შესუსტდება, თუმცა ჩრდილოეთის ქარი და შედარებით დაბალი ტემპერატურა ქვეყნის დიდ ნაწილში შენარჩუნდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *