Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ მოახერხა ალექსანდროს იოტოპულოსმა ციხისგან თავის დაღწევა

როგორ მოახერხა ალექსანდროს იოტოპულოსმა ციხისგან თავის დაღწევა

17-ჯერ სამუდამო პატიმრობა და დამატებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ალექსანდროს იოტოპულოსს, რომელიც ულტრამემარცხენე შეიარაღებული ორგანიზაციის “17N”-ის ლიდერობისა და მთავარი ორგანიზატორობის ბრალდებით დააკავეს. 

მის წინააღმდეგ ძირითადი ბრალდებები იყო:

  • ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა;
  • 17 მკვლელობის ორგანიზება ან მორალური თანამონაწილეობა;
  • აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების დაგეგმვა;
  • ბანკების ძარცვა;
  • უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ფლობა;

ყველასთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა სწორედ ამ ადამიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ, 21 მაისს პირეას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრული 24 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

თავად იოტოპულოსი თავს დამნაშავედ არ სცნობდა და უარყოფდა ყველა ბრალდებას. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ მის მიერ გაკეთებული მე-5 გასაჩივრების შემდეგ მიიღეს. 

იოტოპულოსი ქვეყნის დატოვების აკრძალვისა და განყოფილებაში პერიოდული გამოცხადების პირობით გაათავისუფლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *