როდის გახდება ცნობილი ქვეყნების სია, რომელშიც იძულებით გადაადგილებულ პირებს გააბრუნებენ
როდის გახდება ცნობილი ქვეყნების სია, რომელშიც იძულებით გადაადგილებულ პირებს გააბრუნებენ
ორშაბათს, 16 ნოემბერს, ვენაში ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, სადაც მიგრანტთა დაბრუნების ცენტრი (Return Hub) განთავსდება. ინიციატივას ერთობლივად საბერძნეთი, გერმანია, ავსტრია, დანია და ნიდერლანდები ახორციელებენ.
საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრის, თანოს პლევრისის განცხადებით, ხუთი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე დასახელდება როგორც მიმღები ქვეყანა, ისე გეგმის განხორციელების ვადები. პროექტის პირველი ეტაპის დაწყება 2027 წლის იანვრისთვის იგეგმება.
ე.წ. Return Hub-ები ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ, მესამე ქვეყნებში შეიქმნება. სადაც გადაანაწილდებიან თავშესაფრის მაძიებელი პირები, რომელთა თავშესაფრის მოთხოვნაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან უარყოფილია და რომელთა მიმართაც დეპორტაციის პროცედურები მიმდინარეობს.
პოტენციურ პარტნიორ ქვეყნებს შორის განიხილება რუანდა და უგანდა, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული რომელ ქვეყანას შეარჩევენ.
საბერძნეთის მთავრობა მიზნად ისახავს, რომ ახალი სისტემა 2027 წელს საპილოტე რეჟიმში ამოქმედდეს. ხელისუფლების შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მიგრანტების დაბრუნების პროცედურების დაჩქარებას და პირველი მიმღები ქვეყნების მიგრაციული დატვირთვის შემცირებას.
პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელია შესაბამის მესამე ქვეყნებთან შეთანხმებების გაფორმება და ევროპული და საერთაშორისო სამართლის გარანტიების დაცვა. ამასთან, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია ცენტრების ფუნქციონირებისა და დაფინანსების საკითხები.
