Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

როდოსი: მაშველი სასტუმროს აუზში 2020 წელს 3 წლის ბავშვის დახრჩობაში დამნაშავედ სცნეს 

როდოსი: მაშველი სასტუმროს აუზში 2020 წელს 3 წლის ბავშვის დახრჩობაში დამნაშავედ სცნეს 

როდოსის ადგილობრივი მაცხოვრებლები შეძრა 3 წლის ბიჭის საქმემ, რომელიც 2020 წლის ზაფხულში სასტუმროს აუზში დაიხრჩო. აღნიშნულმა საქმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კუძულზე არსებული სასტუმრობის უსაფრთხოების საკითხი.

სასამართლომ დამნაშავედ სცნო ოთხიდან ერთი ბრალდებული, კერძოდ მაშველი, რომელსაც დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამსახურეობრივი მოვალეობის არაპირნათლად შესრულებისთვის.

მაშველს მიღებული ჰქონდა განკარგულება თვალყური ედევნებინა ბავშვთა აუზისთვის და აუზის გვერდით მდებარე სრულწლოვანთა განყოფილებისთვის «ATHENA», სწორედ ამ უკანასკნელში მოხდა საბედისწერო შემთხვევაც. სასამართლომ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები და დამნაშავეს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა, რომელიც 3 წლიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთით ჩაუნაცვლეს. 

რაც შეეხება მაშველების უფროსსა და აუზების გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს, ისინი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, ხოლო სასტუმროს მეპატრონის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ბათილად გამოცხადდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *