Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

როდოსი: მოხუცი ცოლ-ქმარი რომლებიც 75 წელი ცხოვრობდნენ ერთად ერთ დღეს გარდაიცვალნენ

ორშაბათს ღამით, კუნძულ როდოსზე ხანდაზმული ცოლ-ქმარი, რომლებმაც 75 წელი იცხოვრეს ერთ ჭერქვეშ, ერთსა და იმავე დღეს, სამი საათის ინტერვალით გარდაიცვალნენ.

ჯერ 97 წლის ქალი გარდაიცვალა, სამი საათის შემდეგ კი მისი 98 წლის ქმარი, რომელმაც ვერ გაუძლო მეუღლესთან განშორებას რომელთან ერთადაც 75 წელზე მეტი ცხოვრობდა.

გარდაცვლილები არიან 98 წლის ანასტასიოს დიაკონიკოლასი და მისი 97 წლის მეუღლე დესპინა, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდათ ადგილობრივებს.

გავრცელებული ცნობით, როდესაც 97 წლის ქალის გარდაცვალება დადასტურდა, მისმა მეუღლემ ძლიერი ემოციური მუხტის ფონზე დისკომფორტი იგრძნო და ცოტა ხანში პირველი გულის გაჩერება განიცადა.

შემთხვევის ადგილზე მაშინვე მივიდა ხანდაზმულის ახლობელი კარდიოლოგი, რომელმაც მოახერხა 98 წლის მოხუცის გულის ამუშავება, თუმცა  რამდენიმე წუთში მას მეორე ინფარქტი დაემართა, რომელიც ფატალური აღმოჩნდა, მიუხედავად ექიმის ძალისხმევისა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *