Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

როდოსი: პოლიციამ ნორვეგიის მოქალაქე დააკავა – დაკავებული 15 წლის გოგონებთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა

როდოსი: პოლიციამ ნორვეგიის მოქალაქე დააკავა – დაკავებული 15 წლის გოგონებთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა

ნორვეგიის მოქალაქეს კუნძულ როდოსზე მდებარე ერთ-ერთ სკოლასთან გამოკრული ჰქონდა განცხადება, რომელშიც 15 ევროს სანაცვლოდ სკოლის მოსწავლე გოგონებს სთავაზობდა მასთან დროის გატარებას.

პოლიციას აღნიშნული განცხადების შესახებ მშობლებმა შეატყობინეს. 

განცხადება შემდეგი შინაარსის შემცველი გახლდათ: “ვეძებ გამხდარ, დაბალ სკოლის მოსწავლე გოგონას, რომ გაისეირნოს ჩემთან ერთად ორი საათით. უნდა ეცვას ბიკინი და შორტები – უნდა იყოს არამწეველი. გადავიხდი 15 ევროს. შემხვდი ტავერნის წინ.. ხუთშაბათს 13:00 საათზე.”

საჭირო საგამოძიებო ზომების მიღების შემდეგ პოლიციელებმა დაადგინეს ნორვეგიის მოქალაქის ვინაობა და დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობის დამყარების განზრახვისთვის. 

ბრალდებული დღეს წარგდება პროკურორის წინაშე. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *