Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

როდოსი: საშინელმა ელვამ ფალირაკში ცეცხლი გააჩინა

კუნძულ როდოსზე, ფალირაკსა და კალითისს შორის მდებარე ბორცვზე ელვის შედეგად გამოწვეული საშიში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც როდოსის სახანძრო სამსახურის დიდი მობილიზაცია გახდა საჭირო.

Forecast Weather Greece-ის მიერ გამოქვეყნებული სურათი ელვით, რომელმაც ხანძარი გააჩინა, „შემაძრწუნებელია“.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა სწრაფად მიიღო დიდი მასშტაბები და საჭირო გახდა ადგილზე მისული 3 სახანძრო მანქანისა და მრავალი მოხალისის ჩარევა,  რომლებმაც დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ცეცხლი სრული კონტროლის ქვეშ მოაქციეს.

აღნიშნულ რაიონს ელვამ მოკლე პერიოდში უამრავჯერ დაარტყა, რის გამოც სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები აფრთხილებენ მოსახლეობას დარჩენილიყვნენ საკუთარ სახლებში და აუცილებელი  საჭიროების გარდა თავი შეეკავებინათ გადაადგილებისგან.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *