Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

რუსეთში 80 წლის ქალმა მთელი ცხოვრება თავის ტვინში ნემსით გაატარა

რუსეთში, შორეულ სახალინში მცხოვრებმა მოხუცმა ქალმა მთელი ცხოვრება გაატარა ისე, რომ თავის ტვინში მოთავსებული ჰქონდა ნემსი, რომლის შესახებაც მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ექიმებმა CT სკანირება ჩაუტარეს.

ექიმები თვლიან, რომ 80 წლის ქალი მშობლების მიერ მისი  ჩვილ ასაკში მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, ხოლო ექიმებს არ სურდათ ნემსის ამოღება იმის შიშით, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდებოდა.

სახალინის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ასეთი შემთხვევები იშვიათი არ იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. შიმშილობის გამო მშობლები ხშირად მიმართავდნენ ჩვილების მკვლელობას თავის ტვინში ნემსის შეყვანით. ამ მეთოდს იყენებდნენ კრიმინალური ქმედების დასაფარად, რადგან მკვლელობის კვალი არ ჩანდა.

მოხუცი ქალის შემთხვევაში ნემსმა შეაღწია მისი ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს პარიეტალურ წილში, მაგრამ მანიპულაციას არ ჰქონდა სასურველი ეფექტი და ბავშვი გადარჩა- აცხადებენ ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში და აღნიშნავენ, რომ პაციენტი არასოდეს უჩიოდა თავის ტკივილებს და ტრავმის გამო არ ემუქრებოდა საფრთხე.

ამჟამად მის მდგომარეობას მკურნალი ექიმი აკონტროლებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *