Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

დიდი ბერძენი მსახიობი მერი ხრონოპულო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიდი ბერძენი მსახიობი მერი ხრონოპულო დღეს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ ის მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს “ევანგელიზმოს” საავადმყოფოში, თავის ტვინის მძიმე დაზიანებით, რომელიც საკუთარ სახლში დაცემის და კიბის საფეხურზე თავის დარტყმის დროს მიიღო.  ის მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, მაგრამ ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანის პირველივე მომენტიდან მძიმე იყო.

მერი ხრონოპულო დაიბადა ათენში, 1933 წლის 16 ივლისს, 1960-1970-იან წლებში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულ მსახიობად ითვლებოდა, რომელმაც დიდ წარმატებას მიaღწია ბერძნული კინემატოგრაფიის ოქროს ხანაში.

მისი დებიუტი შედგა დინოს დიმოპულოს ფილმში “ბედნიერი დასაწყისი”, ხოლო 1958 წელს მცირე როლი შეასრულა მიხალის კაკოიანისის ფილმში “უკანასკნელი ტყუილი”.

მან უამრავ ფილმში შეასრულა დრამატული როლები იმ დროის დიდ მსახიობებთან ერთად. 1967-68 წლებში იყო კინოს საუკეთესო მსახიობი ქალი და მოიპოვა კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო.

მერი ხრონოპულო ასევე გამოჩნდა სამ მიუზიკლში, სადაც მან მოხიბლა მაყურებელი როგორც თავისი სამსახიობო შესრულებით, ასევე ვოკალით.

2021 წლის 16 ივნისს მერი ხრონოპულო საბერძნეთის კინოაკადემიის მიერ IRIS Awards- ის ცერემონიაზე საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *