Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბავშვო ბაღები: ვაუჩერის მისაღებად სისტემა ΑΦΜ-ებისთვის, რომლებიც 3,4,5-ზე მთავრდება გახსნილია

საბავშვო ბაღები: ვაუჩერის მისაღებად სისტემა ΑΦΜ-ებისთვის, რომლებიც 3,4,5-ზე მთავრდება გახსნილია

2025-2026 წლების ეროვნული ფონდის მიერ გასაცემი ვაუჩერებისთვის საბავშვო ბაღებისთვის პლატფორმა გაიხსნა ID ნომრისთვის (ΑΦΜ) რომლებიც 3,4,5-ზე მთავრდება. რეგისტრაციას აღნიშნული ΑΦΜ-ის მფლობელები 2 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ.

ელექტრონული განაცხადის გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს: „ბავშვების სკოლამდელ განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ასევე სკოლის ასაკის ბავშვების, მოზარდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის“ პროგრამაში.

წელს გაცემულს ვაუჩერებს ექნებათ 2 წლის ვადა, რაც მშობლებს შემდეგი სასწავლო წლისთვის ხელახლა განაცხადის შეტანის პროცესისგან გაათავისუფლებს.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეეძლებათ 14 აგვისტომდე, შედეგები კი გამოქვეყნდება ΕΕΤΑΑ-ს ვებ.გვერდზე პარასკევს, 22 აგვისტოს. დაინტერესებული პირები შედეგების ნახვას შეძლებენ taxisnet-ის კოდების მეშვეობით.

ვაუჩერის მისაღებად ოჯახის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:

  • 27 000 ევროს მშობლებისთვის, რომლებსაც 2 შვილი ჰყავთ.
  • 30 000 ევროს 3 ბავშვამდე.
  • 33 000 ევროს 4 ბავშვამდე.
  • 36 000 ოჯახებისთვის რომელსაც 5 და მეტი ბავშვი ჰყავთ.

იმ შემთხვევაში თუ ოჯახს განსაზღვრულზე მეტი შემოსავალი აქვს, ბავშვებზე გაიცემა შემცირებული ოდენობის ვაუჩერი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *