საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა
საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა
საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის (ΕΟΚ) პრეზიდენტი ვანგელის ლიოლიოსი თანამდებობიდან გადადგა და კალათბურთში სავარაუდო მატჩების გარიგების საქმეზე ათენის გამომძიებლის წინაშე წარსდგა. დაკითხვაზე გამოცხადდა ასევე მისი თანამოაზრე, ღიორღოს მავრაღანისი.
საქმე ეხება კალათბურთის მატჩების შედეგებისთვის მოსყიდვას, მსაჯებზე უკანონო ზეწოლასა და მატჩების შედეგების მანიპულირებას. გამოძიება 2016-2026 წლებს მოიცავს, რომლის საფუძველზეც ექვსი პირის მიმართ დაპატიმრების ორდერები გაიცა. საქმის მასალებში ფიგურირებს შესაძლო ფულადი გადახდები მსაჯებისთვის და წინასწარი შეთანხმებები მატჩების შედეგებზე გავლენის მოსახდენად.
ΕΟΚ-ის დირექტორთა საბჭო ხვალ შეიკრიბება, რათა ლიოლიოსის შემცვლელი აირჩიოს. გამოძიება გრძელდება.
Facebook Comments Box
