საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა – საათმა 1 საათით უკან გადაიწია
საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა – საათმა 1 საათით უკან გადაიწია
2026 წლის 25 ოქტომბერს, კვირას, საბერძნეთში ზაფხულის დროის მოქმედება დასრულდა და ქვეყანა ზამთრის დროზე გადავიდა.
საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს განცხადების თანახმად, საათის ისრები ერთი საათით უკან გადაიწია: დილის 04:00 საათის ნაცვლად 03:00 საათი გახდა.
დროის ცვლილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი საერთო წესის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულისა და ზამთრის დროზე გადასვლის გაუქმება წლებია განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.
საათის მომდევნო ცვლილება 2027 წლის მარტში, ზაფხულის დროზე გადასვლისას იგეგმება.
Facebook Comments Box
