ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ბერძენმა TikTok-ერმა გრიგორის კორპიდისმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა თავისი საყვარელი ძაღლის, მილუს ხსოვნისადმი მიძღვნილი, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ძაღლის დაკარგვიდან ერთი კვირის შემდეგ მან მილუს ფოტო გააზიარა და გაამხილა, რომ მისი საბელი კვლავ იმავე ადგილას, შემოსასვლელის ავეჯზე დევს. იქ, სადაც გასეირნებიდან დაბრუნებისას ყოველთვის ტოვებდა.
გრიგორისი წერს, რომ მილუს გარდაცვალების შემდეგ საბელს ხელი არ ახლო და ჯერ არ იცის, როდის შეძლებს მის გადადებას.
„ერთი კვირა გავიდა. მისი საბელი ისევ იმავე ადგილას დევს, შემოსასვლელის ავეჯზე. იქ, სადაც ყოველთვის ვტოვებდი, როცა სახლში ვბრუნდებოდით.
ერთი კვირაა რაც მისთვის ხელი არ მიხლია. ერთი კვირა გავიდა ჩემი მილუს გარდაცვალებიდან.
არ ვიცი როდის შევძლებ მის გადადებას. ამჟამად მომწონს რომ ისევ იქ დევს. თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო“.
მილუ, ჯეკ რასელის ჯიშის ძაღლი, ათასობით ადამიანის სიყვარულს იმსახურებდა სოციალურ ქსელებში. მისი პატრონის გულწრფელმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად ღრმა შეიძლება იყოს ადამიანსა და საყვარელ ცხოველს შორის კავშირი და რამდენად რთულია იმ ყოველდღიურ ჩვევებთან განშორება, რომლებიც მათ ერთად ცხოვრებას ახსენებს.
