Latest news
საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში AI gov.gr ახალი პლატფორმა შემოდის–ჩატბოტი ბერძნულ ენაზე მოგვაწვდის ნებისმიერ ინფორმაციას, რასაც ვთხოვთ

“დაახლოებით 20 დღეში ჩვენ წარმოგიდგენთ gov.gr-ის ახალ პლატფორმას, AI gov.gr,” განაცხადა ციფრული მმართველობის მინისტრმა დიმიტრი პაპასტერგიუმ.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ახალი თაობის აპლიკაცია საშუალებას მოგვცემს ინტერნეტში მოვიძიოთ სასურველი ინფორმაცია ძალიან მარტივი სახელმძღვანელოთი. ხელოვნური ინტელექტი Chatbot gov.gr-ზე ახლა უკვე ბერძნულ ენაზე მოგვაწვდის ნებისმიერ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რასაც ვეძებთ. ასე რომ, ახალი gov.gr ბევრად უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური და თავსებადი იქნება მოქალაქეებთან კიდევ უფრო დიდი ინტერაქციისთვის.

მინისტრმა ასევე ისაუბრა უახლეს მომავალში უფრო ძლიერი და სწრაფი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების დანერგვის  პროექტის შესახებ.

ტექნოლოგიამ წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუმცა უამრავი  შენობა კვლავ აღჭურვილია ტრადიციული სპილენძის სატელეფონო და საკაბელო ხაზებით. უახლესი ტექნოლოგიების უფრო მაღალი გამტარუნარიანობის მხარდასაჭერად ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები იწყებენ გაფართოებას ახალ სფეროებში და სუპერ სწრაფი ინფრასტრუქტურის მიმზიდველობა აოცებს მომხმარებლებს, რომლებიც ცდილობენ მიიღონ  მაქსიმალურად მძლავრი კომპიუტერები, ტელევიზორები, ტაბლეტები და სხვა, რის შესაძლებლობასაც ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების სიჩქარე სიმძლავრე და მრავალფეროვნება იძლევა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები პოპულარულია FIOS ქსელში მონაცემთა და ტელევიზიის წარმოუდგენელი სიჩქარით მიწოდებისთვის. ამ სიჩქარით ოჯახის ყველა წევრს შეუძლია ერთდროულად ვიდეოს სტრიმინგი, ინტერნეტში სერფინგი, ონლაინ თამაში და სხვა.

კიბერუსაფრთხოების  საკითხთან დაკავშირებით  ბატონმა პაპასტერგიუმ ისაუბრა ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანიზაციის შექმნას.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *