Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის საზღვარს უკანონოდ ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს

საბერძნეთის საზღვარს უკანონოდ ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს

დღე არ ჩაივლის ისე, რომ ევროპის კარიბჭედ წოდებული საბერძნეთის საზღვარზე სანაპირო დაცვამ ქვეყანაში უკანონოდ შემოსული პირები არ დააფიქსიროს. ყოველდღიურად ფიქსირდება ათობით უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც სანაპირო დაცვას დაუსხლტნენ ხელიდან პასუხისმგებელი ორგანოებისთვის უცნობია.

დღევანდელი დილაც არ ყოფილა გამონაკლისი და კუნძული კრეტას სანაპირო დაცვამ ცუტურას სამხრეთით დააფიქსირა გემი, რომლითაც საზღვარი 30-მა პირმა გადმოკვეთა.

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ქვეყანაში უკანონოდ შემოსული პირები სანაპიროზე მშვიდობით გადმოიყვანეს. ისინი ბანგლადეშისა და ეგვიპტის მოქალაქეები არიან და მათშორის რამდენიმე არასრულწლოვანიც არის.

დაიწყო გამოძიება იმ პირის ვინაობის დასადგენად, ვინც აღნიშნულ პირებს საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *